ომსკის კლინიკის ყოფილი მთავარი ექიმი, რომელიც ნავალნის მკურნალობდა, ტყეში დაიკარგა

საქართველო, თბილისი - 19:56 | 09.05.2021
ნანახია: 790

ომსკის კლინიკის ყოფილი მთავარი ექიმი და ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრ მურახოვსკი, სადაც ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მკურნალობდა, ტყეში დაიკარგა. რუსული მედიის ცნობით, მურახოვსკი ტყეში კვადროციკლით 7 მაისს წავიდა და მას შემდეგ კავშირზე აღარ გასულა. მურახოვსკის კვადროციკლი  ჭაობში იპოვეს. მისი ადგილსამყოფელი კი უცნობია.  ექიმის ძებნის ოპერაციაში ჩართულნი არიან გვარდიის წარმომადგენლები და ვერტმფრენები.

ოლქის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნამდე მურახოვსკი ომსკის კლინკას ხელმძღვანელობდა, სადაც გასული წლის აგვისტოში ალექსეი ნავალნი მიიყვანეს.

თებერვალსა და მარტში ომსკის კლინიკაში ორი ექიმი გარდაიცვალა, ერთ-ერთი მურახოვსკის მოადგილე იყო.

გასული წლის 20 აგვისტოს, თვითმფრინავი, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მგზავრობდა, ომსკში დაეშვა, ნავალნი კლინიკაში მოათავსეს. შემდეგ ის სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მოახერხეს მისი გადარჩენა. ნავალნის ორგანიზმში აღმოაჩინეს მომწამლავი ნივთიერება. დადგინდა, რომ ნავალნი რუსული ნერვული აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამლეს. კრემლმა არაერთხელ უარყო რაიმე სახის მონაწილეობა მის მოწამვლაში.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს მოსკოვის შერემეტიოვოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, ბერლინიდან ჩაფრენის შემდეგ დააკავეს.

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე