Turkish Airlines-მა და Boeing-მა გრძელვადიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს

საქართველო, თბილისი - 10:39 | 01.02.2016
ნანახია: 1324

Turkish Airlines-მა და Boeing-მა გრძელვადიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს. აღნიშნული დოკუმენტით თურქეთს ავიაციის დარგში ინოვაციებისათვის და სიახლეებისათვის ფართო კარი ეხსნება. ხოლო მეორეს მხრივ კი Boeing-ს შეეძლება თურქულ ბაზარზე ინვესტიციების მოცულობა გაზარდოს, რაც საბოლოო ჯამში ბაზრის წილის ზრდასაც განაპირობებს.

მხარეებს შორის ხელშეკრულება სეულში გაფორმდა და დოკუმენტს ხელი Turkish Airlines-ის მხრიდან კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, Turkish Airlines-ის პრეზიდენტმა ნილკერ აიდჯიმ მოაწერა, ხოლო Boeing Commercial Airplanes-ს კი ხელმძღვანელი რეიმონდ კონერი წარმოადგენდა.

როგორც Turkish Airlines-ის პრეზიდენტმა განმარტა, ახალი ხეკლშეკრულებით მხარეებს შორის ურთიერთობები უფრო გაღრმავდება და Turkish Airlines-ს ავიაციის დარგში უკვე არსებულ ინოვაციებთან წვდომა გაუმარტივდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე