მელია გათავისუფლდება მოკლე ვადაში, მალე „ნაციონალურ მოძრაობას“ ვიხილავთ პარლამენტში და ამით დაიხურება აღვირახსნილი კინკლაობის პროცესი - ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 19:21 | 08.05.2021
ნანახია: 421

ნიკა მელია გათავისუფლდება მოკლე ვადაში და ვფიქრობ, მალე „ნაციონალურ მოძრაობას“ ვიხილავთ პარლამენტში და ვფიქრობ, ამით დაიხურება ის რაღაც აღვირახსნილი კინკლაობის პროცესი, რაც იყო ამ საკითხებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდასთან დაკავშირებით განაცხადა.

„შარლ მიშელის ევროპული თანხმობის დოკუმენტის ხელმოწერის კიდევ ერთი კონკრეტული შედეგი. პოლიტპატიმარ ნიკა მელიასთვის ისტორიული გამონაკლისი იქნა დაშვებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან და გადახდილი იქნება გირაო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, ამ საკითხმა უკვე საბოლოოდ უნდა დახუროს ის ბევრი სპეკულაცია, რაც ჩვენ ზოგადად გვესმოდა ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით და ყველა უნდა ვკონცენტრირდეთ შეთანხმების რეალიზებაზე. როგორც ვამბობდი თავიდანვე, ნიკა მელია გათავისუფლდება მოკლე ვადაში და ვფიქრობ, მალე „ნაციონალურ მოძრაობას“ ვიხილავთ პარლამენტში და ვფიქრობ, ამით დაიხურება ის რაღაც აღვირახსნილი კინკლაობის პროცესი, რაც იყო ამ საკითხებთან დაკავშირებით. მე ადამიანურად მიხარია, რომ საქართველოში კიდევ ერთი პოლიტპატიმრით ნაკლები გვეყოლება უკვე რამდენიმე საათში, მაქსიმუმ რამდენიმე დღეში", - თქვა ვაშაძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა - 40 თასი ლარი, გადაიხადა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე