ქაბულში, სკოლასთან აფეთქებების სერიას 40 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 19:13 | 08.05.2021
ნანახია: 701

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, სკოლის სიახლოვეს აფეთქებების სერიის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, ხოლო  52 დაშავდა. ინფორმაცას როიტერსი ავრცელებს.

ავღანეთში ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავდასხმა დაგმო და მას „მზაკვრული ტერორისტული აქტი“ უწოდა.

აფეთქებების სერია გოგონათა სკოლის სიახლოვეს დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში მოხდა. ქვეყნის შს მინისტრის ინფორმაციით, სამი აფეთქების ხმა გაისმა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას აუღია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე