სიდნეიში ტერაქტების საფრთხის გამო რამდენიმე სკოლის ევაკუაცია განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 10:36 | 01.02.2016
ნანახია: 1582

ავსტრალიაში, სიდნეის პოლიციამ ტერაქტების შესაძლო საფრთხის გამო ქალაქის რამდენიმე სკოლის ევაკუაცია განახორციელა. როგორც Daily Telegraph-ი სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყება, რამდენიმე სკოლის მისამართით მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები განხორციელდა.
ტერორისტების სამიზნე შესაძლოა 8 სკოლა გამხდარიყო. სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის ძებნა უკვე დასრულებულია. მიმდინარეობს გამოძიება. მომხადრის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე