ჯანმო-მ "სინოფარმის" ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა

საქართველო, თბილისი - 19:37 | 07.05.2021
ნანახია: 518

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ "სინოფარმი" საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. 

"ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაუდებელი გამოყენებისთვის ნებართვა გასცა პეკინის სინოფარმის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელიც მე-6 ვაქცინა გახდა, რომელმაც მიიღო ჯანმო-ს მხრიდან დადასტურება, როგორც უსაფრთხომ, ეფექტურმა და ხარისხიანმა". – თქვა ტედროს ადანაჰომ გებრეიესუსმა.

ავტორიზაციის მიღების შემდეგ, სინოფარმი კოვაქს პლატფორმაზეც განთავსდება.

"სინოფარმით" ვაქცინაცია საქართველოში 18 წელს ზემოთ მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ. საერთო ჯამში, ქვეყანაში ამ ეტაპზე "სინოფარმის" 100 000 დოზაა შემოტანილი.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე