საუდის არაბეთში პირებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ აიცრებიან, სამსახურში გასვლა აეკრძალებათ

საქართველო, თბილისი - 18:56 | 07.05.2021
ნანახია: 407

საუდის არაბეთში სახელმწიფო და კერძო კომპანიებს თანამშრომლებს,  რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ აიცრებიან სამსახურში გასვლა აეკრძალებათ. ინფორმაცია სამეფოს სოციალური განვითარების სამინისტრომ გაავრცელა.  

 „სამინისტრო განმარტავს, რომ კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინის გაკეთება აუცილებელი პირობა იქნება ყველა სექტორის - სახელმწიფო, კერძო და საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომლებისათვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში. სამინისტრო ყველა დასაქმებულს ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს.

ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უახლოეს ხანებში შევა ძალაში.

ამ დროისათვის ქვეყანაში, სადაც 34 მლნ ადამიანი ცხოვრობს, 10 მლნ-ზე მეტი დოზა ვაქცინაა დახარჯული.

საუდის არაბეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა 423 400-ს შეადგენს, გარდაცვლილია 7 ათასი ადამიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე