ფორმულა: ევროკავშირმა, სავარაუდოდ, ნიკა მელიას გირაო გადაიხადა

საქართველო, თბილისი - 18:32 | 07.05.2021
ნანახია: 423

ფორმულას ინფორმაციით, ევროკავშირმა, სავარაუდოდ, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას გირაო გადაიხადა.

თუ გირაოს ჩარიცხვის ფაქტი დადასტურდა, პროცედურულად პროკურატურამ უნდა მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელიც სხდომას ჩანიშნავს და მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს განიხილავს, რის შემდეგაც ნიკა მელია რუსთავის ციხეს დატოვებს.

ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის საკითხი დღის წესრიგში შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტის შემდეგ დადგა, რომელსაც ხელი ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა მოაწერა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე