ბრაზილიის მეტროში სროლის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 20:08 | 06.05.2021
ნანახია: 552

ერთი პოლიციელი და 22 ეჭვმიტანილი დაიღუპა რიო დე ჟანეიროს მეტროპოლიტენში მომხდარი სროლისას. ადგილობრივი მედიის ცნობით, კიდევ დაჭრილია მატარებლის ორი მგზავრი და პოლიციის ორი თანამშრომელი.

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული დაპირიპირება პოლიციასა და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს შორის მოხდა.

„ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის რიო დე ჟანეიროს სამოქალაქო პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა 23 ადამიანი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე