ლიხტენშტეინის პრინცს ევროპის უდიდესი დათვის მოკვლაში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 14:36 | 06.05.2021
ნანახია: 659

რუმინეთის ეკოლოგთა ჯგუფი Agent Green-ი და ავსტრიული ორგანიზაცია VGT-ი, ლიხტენშტეინის პრინც ემანუელს რუმინეთისა და სავარაუდოდ, ევროპის უდიდესი დათვის მოკვლაში  ადანაშაულებენ.

Agent Green-ის ინფორმაციით, პრინცმა რუმინეთის გარემოს დაცვის უწყების მიერ მიიღო ძუ დათვზე ნადირობის უფლება, რომელმაც ზიანი მიაყენა დასახლებული პუნქტის - ოიდულის ფერმერებს. მაგრამ ემანუელმა მის ნაცვლად მოკლა მურა დათვი, რომელსაც ეკოლოგები  რამდენიმე წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

„თუმცა პრინცმა მოკლა არა ძუ დათვი, არამედ მურა დათვი, რომელიც ტყის სიღრმეში ცხოვრობდა და ადგილობრივებს არ ეკარებოდა“, - ნათქვამია Agent Green-ის განცხადებაში. ასევე აღნიშნულია, რომ დათვი, სახელად არტური, კარპატებში, დაცულ ტერიტორიაზე დაიღუპა.

„არტური 17 წლის იყო, ის რუმინეთში და სავარაუდოდ, ევროკავშირში უდიდესი იყო... ცხადია, რომ პრინცი აქ იმისთვის არ მოსულა, რომ ადგილობრივების პრობლემა გადაეჭრა, არამედ იმისთვის, რომ მოეკლა დათვი და სახლში მიეტანა ყველაზე დიდი ნადავლი და ის კედელზე დაეკიდა“, - განაცხადა Agent Green-ის ხელმძღვანელმა გაბრილე პაუნმა.

მურა დათვი რუმინეთში დაცული სახეობაა, ქვეყანამ მასზე ნადირობა 2016 წლიდან აკრძალა, თუმცა რუმინეთის ხელისუფლება გამონაკლისის სახით დათვის მოკვლის უფლებას იძლევა, თუ ის საფრთხეს უქმნის მოსახლებას ან მას სერიოზულ ზიანს აყენებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე