ნიდერლანდებში მოზარდები დაბადების მოწმობაში სქესის შეცვლას შეძლებენ

საქართველო, თბილისი - 14:13 | 06.05.2021
ნანახია: 448

ნიდერლანდების ხელისუფლებამ დაბადების მოწმობაში სქესის შეცვლის პროცედურა გაამარტივა: ამიერიდან სქესის შეცვლა 16 წლამდე მოზარდებსაც შეეძლებათ და ამისთვის ექიმის ან ფსიქოლოგის დასკვნა აღარ დასჭირდებათ.

 „პირები, რომელთა გენდერული იდენტობა არ შეესაბამება დაბადებისას განსაზღვრულ სქესს, შეძლებენ დადგენილი პირობებით შეიცვალონ თავიანთი სქესი დაბადების მოწმობაში. აღნიშნული პუნქტი ჯერ კიდევ 2014 წელს ტრანსგენდერების შესახებ კანონის მიღების შედეგად შემსუბუქდა და ახლა პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა“, -  აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მიმდინარე კვირაში უფლებათა დაცვის მინისტრმა სანდერ დეკერმა ქვედა პალატას წარუდგინა შესწორებული კანონპროექტი, რომლის მიხედვით უქმდება ასაკობრივი შეზღუდვა აღნიშნული პროცედურებისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე