ჯეფ ბეზოსის კომპანია კოსმოსური ხომალდის ერთ ბილეთს ათამაშებს

საქართველო, თბილისი - 13:53 | 06.05.2021
ნანახია: 423

ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-მა დაიწყო ონლაინ-აქუციონი, სადაც ათამაშებს ერთ ადგილს მრავალჯერად სუბორბიტარულ ხომალდ New Shepard-ზე, რომელიც კოსმოსში 20 ივლისს უნდა გაფრინდეს.

 „ხომალდი New Shepard-ი 20 ივლისს კოსმოსში გაფრინდება ასტრონავტების გუნდთან ერთად. ჩვენ ამ რეისზე ერთ ადგილს ვთავაზობთ ონლაინ-აუქციონ Blue Origin-ის გამარჯვებულს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აუქციონის გამარჯვებული 12 ივნისს გამოვლინდება.

კომპანია Blue Origin-მა ხომალდ New Shepard-ის 15 სატესტო გაფრენა შეასრულა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე