ზუსტად ვიცი, ამნისტიის კანონით ნიკა მელია გათავისუფლდება. ეს გაუთავებელი, უსაგნო მსჯელობა უნდა დამთავრდეს - ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 17:25 | 05.05.2021
ნანახია: 433

ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად ამნისტიის კანონით ნიკა მელია გათავისუფლდება, - ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ "დღის კურიერში" განაცხადა.

"პრინციპული სხვაობა არის იმაში, რომ ჩვენ ვამბობთ კონკრეტულ მუხლებზე გავრცელდეს ამნისტია, რაზეც უკვე გამოძიება არსებობს, "ქართული ოცნება" ამბობს, რომ ყველაფერზე უნდა გავრცელდეს, გარდა იმ მუხლებისა, რომელიც არის კონვენციური დანაშაული.

მე ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად ამნისტიის კანონით ნიკა მელია გათავისუფლდება.

ისე გამოვიდა, რომ მიშელის დოკუმენტი მხოლოდ ამნისტიის კანონია. ამნისტიის კანონი ამ დოკუმენტში ჩადებულია იმისთვის, რომ გადავფურცლოთ დღევანდელი ანგარიშწორება კონკრეტულად ნიკა მელიასთან მიმართებაში.

მე აუცილებლად გადავფურცლავ ამ ფურცელს. ეს გაუთავებელი, უსაგნო მსჯელობა, რომელიც მიდის პირდაპირ ეთერებში და ყველა რომ "პრაფესორია", ეს მსჯელობა ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს, არ შეიძლება სულ ყველა იყოს წყალქვეშა მეხანძრე," - თქვა გიორგი ვაშაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე