თუ ადამიანს აქვს სურვილი, მის მიმართ ამნისტია არ გავრცელდეს, ეს დაკმაყოფილდება - მიხეილ სარჯველაძე

საქართველო, თბილისი - 15:52 | 05.05.2021
ნანახია: 383

თუ ადამიანს აქვს სურვილი, რომ ის იქნას განსჯილი და ამის გამო უარს აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე, მას ამის უფლება გააჩნია და თუ მიმართავს საგამოძოებო ორგანოს ან სასამართლოს, რომ სურვილი აქვს მის მიმართ ამნისტია არ გავრცელდეს, ეს დაკმაყოფილდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ამნისტიაზე უარის თქმის უფლება ნებისმიერ პირს გააჩნია.

„რა არის აქ ჩიხის მომასწავებელი გაუგებარია. საუბარია იმაზე, რომ თუ ადამიანს აქვს სურვილი, რომ ის იქნას განსჯილი და ამის გამო უარს აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე, მას ამის უფლება გააჩნია და თუ მიმართავს საგამოძოებო ორგანოს ან სასამართლოს, რომ სურვილი აქვს მის მიმართ ამნისტია არ გავრცელდეს, ეს დაკმაყოფილდება. მე ვფიქრობ, პირიქით რომ ყოფილიყო ფორმულირებული და უარის მიუხედავად ამნისტია გავრცელებულიყო, მაშინ ნამდვილად იქნებოდა საპრეტენზიო. ამ შემთხვევაში მელიას ნებაა აქ გადამწყვეტი. ჩემი აზრით, ლოგიკური იქნება მან ისარგებლოს ამნისტიით, ეს სასურველია ყველა თვალსაზრისით, მათ შორის, შეთანხმებიდან გამომდინარე, რომელი შეთანხმების აღსასრულებლადაც ვიღებთ ამ ამნისტიას“, – განაცხადა სარჯველაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე