ჩვენ, "გირჩი" თავს მთავარ ოპოზიციონერებად მოვისაზრებთ - იაგო ხვიჩია

საქართველო, თბილისი - 13:21 | 05.05.2021
ნანახია: 963

ჩვენ, "გირჩი" თავს მთავარ ოპოზიციონერებად მოვისაზრებთ , - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ბევრი მძლავრი ცენტრი უნდა შეიქმნას, რადგან დიდი ხანია მესამე ძალას არ გამოჩნდა.

რაც შეეხება კითხვას, განიხილავს თუ არა გიორგი ვაშაძესთან ერთად თავს მესამე ძალაში, ხვიჩია აცხადებს, რომ აღნიშნულის თქმა გაუჭირდება.

"მათთან ერთად, ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებთან ურთიერთობის ცუდი გამოცდილება მაქვს, ამიტომ, ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ რაც შეეხება იმას ოპოზიციონერად მოვისაზრებ თუ არა თავს, ჩვენ, „გირჩი“ თავს მთავარ ოპოზიციონერებად მოვისაზრებთ თავს. ოპოზიცია ამ გაერთიანებამ იმდენად დასტრესა, ერთმანეთთან ურთიერთობამ, კინკლაობამ, ჩხუბმა და ერთმანეთთან ლანძღვამ, რომ ცოტა ხანს განშორება სჭირდებათ, რომ სიტუაციას გარედან შევხედოთ და დავაკვირდეთ. მერე თუ ერთად მოუნდებათ ცხოვრება და ურთიერთობა, შეხედავენ. გარკვეული ტიპის პაუზა ახლა აუცილებელია, რადგან ოპოზიციის შიგნით არ მგონია, რომ სიტუაცია ძალიან ჯანსაღი იყოს. ოპოზიციის ნაწილი მეორე ნაწილს რაღაცაში ადანაშაულებს, ხელის მოწერაში და ა.შ. ამ სიტუაციამ მგონი ცოტა რბილად უნდა ჩაიაროს", - განაცხადა ხვიჩიამ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მესამე ძალის შექმნის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, როგორც კი არჩევნები სამართლიანად ჩატარდება და რეალური პოლიტიკური კონკურენცია იქნება, პოლიტიკური ძალები კონკურენციაზე გადავლენ, ვინ მეტს გააკეთებს ხალხისთვის.

"ჩვენ ახლა მაღალი ტემპი უნდა ავკრიფოთ და ვფიქრობ, ამისთვის ყველა რესურსი გვაქვს, იგივე მუშაობის პროცესში, იქნება ეს პარლამენტში, რეგიონებში თუ აბსოლუტურად ყველგან, მთელ საქართველოს უნდა მოვედოთ. ის ხალხი, ვინც თავს მესამე ძალის ცენტრში წარმოიდგენს, უნდა ვესაუბროთ ხალხს, დავანახოთ, რომ რეალური ალტერნატივა არის, ძლიერი გუნდი ვართ, ჩვენს თავზე პასუხისმგებლობის აღება შეგვიძლია, რაც ერთხელ უკვე ვაჩვენეთ, რომ დამოკიდებული არ ვართ სხვების გადაწყვეტილებებზე", - განაცხადა ვაშაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე