მელიასთვის წაყენებული ბრალდება ხვალ შეიძლება, გარკვეული ბრალდებით შეიცვალოს, თუ ამნისტიის იმ ვერსიას არ მივიღებთ - ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 13:11 | 05.05.2021
ნანახია: 583

სასამართლოს ვერდიქტი არ არსებობს და დღეს წაყენებული ბრალდება შეიძლება, შეუცვალოს ხვალ გარკვეული ბრალდებით, თუ ამნისტიის იმ ვერსიას არ მივიღებთ, რომელსაც უმრავლესობა პარლამენტს სთავაზობს, - მის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დანაშაულებათა მთელი თაიგულია, რომელსაც უნდა უპასუხონ სერიოზული მიდგომით, მათ შორის სამართლებრივი თვალსაზრისითაც.

„ყველა მხარემ გარკვეულწილად უნდა გადადგას ნაბიჯი ერთმანეთისკენ. გარკვეული კომპრომისი უნდა დაუდონ. დანაშაული ჩვენ თვალწინ მოხდა. თქვენს სატელევიზიო არქივებსაც რომ გადავხედოთ, ვისაც არ უნახავს, ყველას იგივე აზრი დარჩება. იყო დანაშაული, მათ შორის გირაოს პირობების დარღვევასთან დაკავშირებით. დანაშაულებათა მთელი თაიგულია, რომელსაც უნდა უპასუხონ სერიოზული მიდგომით, მათ შორის სამართლებრივი თვალსაზრისითაც. ნიკა მელია პარლამენტზე შეტევის ლიდერი იყო. მისი მოქმედებები სპონტანური და გარკვეული ემოციით განპირობებული არ იყო. კონკრეტული მიზანი იყო და ჩემი აზრი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის აზრს ემთხვევაა. ეს გამიზნული და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული იყო. თუმცა ამ თემაზე სასამართლოს ვერდიქტი არ არსებობს და დღეს წაყენებული ბრალდება შეიძლება, შეუცვალოს ხვალ გარკვეული ბრალდებით, თუ ამნისტიის იმ ვერსიას არ მივიღებთ, რომელსაც უმრავლესობა პარლამენტს სთავაზობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე