ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში უნდა შევიდეს - ხატია დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 18:00 | 04.05.2021
ნანახია: 912

მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გათავისუფლდება, ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა მიიღოს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ TV პირველის ეთერში განაცხადა.

"ჩემი უშუალო პოზიციაა, რომ მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გათავისუფლდება, ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა მიიღოს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა და რატომ, რაციონალურად გეტყვით - პირველ რიგში, იმიტომ, რომ თუ ჩვენ ვთანხმდებით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გავდივართ და ასე ვთქვათ, ეს უნდა ვაქციოთ რეფერენდუმად, ჩვენ გვესმის ყველას, რომ ეს არ არის ის შედეგი და პრინციპულობით, მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტის მიღწევა შეიძლებოდა, მაგრამ 43% იყოს რეფერენდუმი, დავუშვათ, მაშინ, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველა ფრონტზე ამისთვის. ეს არის ჩემი პოზიცია, პირადი პოზიცია. რა თქმა უნდა, ნიკას გამოსვლის შემდეგ, ჩვენ გვექნება კონსულტაციები, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია მისი პოზიცია", - თქვა დეკანოიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე