გასაგიჟებელი მხარდაჭერა მაქვს. წელს საქართველოში ხელისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:19 | 04.05.2021
ნანახია: 563

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Deutsche Welle-ს რუსულ სამსახურთან ინტერვიუში ამბობს, რომ წელს საქართველოში ხელისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება.

„ვფიქრობ, რომ წელს საქართველოში ხელისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება. მათ მოიპარეს არჩევნები, მაგრამ შემდეგ ევროპელები ჩაერივნენ. მიღწეულია შეთანხმება, რომელიც სრულყოფილებისგან შორსაა, მაგრამ იგი ხსნის საკითხს რეფერენდუმისთვის ხელისუფლების შეცვლის შესახებ მიმდინარე წლის შემოდგომაზე. მე პირადად და ჩემი პოლიტიკური ძალა მოვემზადებით. ჩვენ ბოლომდე მივალთ და არ მივცემთ მათ ქვეყნის განადგურების უფლებას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეკითხვას, შესაძლოა, თუ არა, მთავრობა მას რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნივით მოექცეს, სააკაშვილმა უპასუხა, რომ რუსეთისგან განსხვავებით ქართველი ხალხი საკმარისადაა მობილიზებული და მას ხალხისგან "გასაგიჟებელი" მხარდაჭერა აქვს.

"კი, მაგრამ რუსეთისგან განსხვავებით ქართველი ხალხი საკმარისადაა მობილიზებული. უბრალოდ გასაგიჟებელი მხარდაჭერა მაქვს. ნავალნის მე რეალურად გმირად ვთვლი. ჯერ ასეთი მხარდაჭერა რუსეთში არ არის, მაგრამ დროთა განმავლობაში ის მოვა თუ ის გადარჩება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსის შეფასება სხვადასხვანაირად შეიძლება და მისგან არასასიამოვნო რაღაცები მახსოვას, ის საერთო ჯამში გმირობის სიმბოლოა და ასეთი ხალხი ცოტაა და საჭიროა მათი მხარდაჭერა," - თქვა სააკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე