20 დაღუპული და 49 დაშავებული - მეხიკოში მეტროხიდი ჩაინგრა | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 10:41 | 04.05.2021
ნანახია: 510

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში მეტროხიდის ჩამონგრევის შედეგად ბოლო მონაცემებით, 20 ადამიანი დაიღუპა, 49 კი დაშავდა. ინფორმაცია დაადასტურა მეხიკოს მერმა კლაუდია შეინბაუმმა. დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს.

სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. უწყების წარმომადგენლები დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავენ.

კონსტრუქცია მატარებელთან ერთად ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ოლივოსისა და ტესონკოს სადგურების რაიონში ჩამოინგრა.

მეხიკოს მეტრო ჩრდილოეთ ამერიკაში ერთ-ერთი უდიდესი მეტროპოლიტენია.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე