ევროკავშირმა რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის დაიბარა

საქართველო, თბილისი - 18:29 | 03.05.2021
ნანახია: 463

ევროკავშირმა კრემლის მიერ რვა ევროპელი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გამო რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის დაიბარა.

„დიახ, რუსეთის ელჩი დაბარებულია. მას დღეს საღამოს ევროკომისიის გენერალური მდივანი გაესაუბრება, მკაცრად დაგმობს და პროტესტს გამოთქვამს რუსეთის მხრიდან გადადგმული ნაბიჯის გამო. რუსეთის ამ ქმედებას ლეგალური ახსნა არ აქვს და ყველა ეს კონტრსანქცია პოლიტიკურადაა მოტივირებული“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ.

რუსეთმა ევროკავშირის რვა მაღალჩინოსანს სანქციები 30 აპრილს დაუწესა. მათ შორის არის ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იუროვა, ევროპარლამენტის თავმჯდომარე დავიდ სასოლი და სხვები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე