ევროკომისია, წევრ-ქვეყნებს სრულად ვაქცინირებული მოგზაურებისთვის შეზღუდვების მოხსნას სთავაზობს

საქართველო, თბილისი - 16:01 | 03.05.2021
ნანახია: 507

ევროკომისია, ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს შეზღუდვების შემსუბუქების რეკომენდაციას აძლევს. ანგარიშის თანახმად, მოგზაურობის უფლება უნდა მიეცეს არამხოლოდ კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მქონე ქვეყნების მოქალაქეებს, არამედ იმ პირებსაც, რომლებიც მოგზაურობამდე სულ მცირე ორი კვირით ადრე ევროკავშირის მიერ ავტორიზებული პრეპარატებით იქნებიან სრულად ვაქცინირებულნი.

"კომისია გასცემს რეკომენდაციას, რომ ევროკავშირის ქვეყნებში არააუცილებელი ვიზიტისთვის დაუშვან არა მხოლოდ ის ინდივიდები, რომელთა ქვეყნებშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესებულია, არამედ ის პირებიც, რომლებმაც ევროკავშირის მიერ ავტორიზებული ვაქცინების საჭირო დოზები მიიღეს. მათ შორის ასევე იგულისხმება ის ვაქცინები, რომლებიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების სიაში არიან". - ნათქვამია ევროკომისიის მიერ წარდგენილ ანგარიშში.

ანგარიშში ასევე  აღნიშნულია, რომ შეზღუდვების შემსუბქება, შესაძლოა, უკვე ივნისიდან დაიწყოს.

ევროკომისიის რეკომენდაციას 4-5 მაისს ევროპული საბჭო განიხილავს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე