შვედეთს მოუწოდებენ, ჩეხეთის სოლიდარობის ნიშნად, რუსეთის წინააღმდეგ ზომები მიიღოს

საქართველო, თბილისი - 14:48 | 03.05.2021
ნანახია: 550

შვედეთის პარლამენტის დეპუტატი ჰანს ვალმარკი ამბობს, რომ ქვეყნის ხელისუფლების რეაქცია ჩეხეთის განცხადებაზე ვრბეტიცეში მომხდარ აფეთქებაში რუსეთის მონაწილეობის შესახებ, თავშეკავებული იყო, თუმცა მისი თქმით, აუცილებელია შვედეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღება.

დეპუტატმა შესაბამისი განცხადება შვედეთის საგარეო საქმეთა  მინისტრს ან ლინდეს გაუგზავნა.

ვალმარკი მიანიშნებს, რომ ჩეხმა კოლეგებმა ევროკავშირისა და ნატოს წვერ ქვეყნებს მოუწოდეს სოლიდარობის ნიშნად გააძევონ რუსეთის საელჩოებში მყოფი რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლები.

„შვედეთის მხრიდან არ ჩანს არანაირი ნიშანი, რომელიც რუსეთის საელჩოს თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ზომების რეალიზაციაზე იმეტყველებს, ასევე არ ჩანს მცდელობები ამ სფეროში კოორდინირებული ქმედებების“, - ამბობს დეპუტატი.

ჩეხეთი რუსეთს ადანაშაულებს 2014 წელს ვრბეტიცეს საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებაში, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. პრაღამ რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელი გააძევა. ჩეხეთის მხარდაჭერის ნიშნად, რუსეთის საელჩოების თანამშრომლები გააძევეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, ბულგარეთმა და პოლონეთმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე