3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა

საქართველო, თბილისი - 11:29 | 03.05.2021
ნანახია: 612

3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა (World Press Freedom Day), რომელიც 1994 წლიდან აღინიშნება. ეს დღე 1993 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ იუნესკოს 1991 წლის გენერალური კონფერენციის 26-ე სესიის მიერ მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე დაარსა.

ამ დღის აღნიშვნის ინიციატივა ეკუთვნის აფრიკის ქვეყნების დამოუკიდებელი პრესის წარმომადგენლებს. 1991 წლის 3 მაისს, ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს ვინდჰუკის დეკლარაცია დამოუკიდებელი და პლურალისტური აფრიკული პრესის განვითარების შესახებ.

პრესის თავისუფლების სერთაშორისო დღე - ეს არის შესაძლებლობა მოქალაქეები სრულად იყვნენ ინფორმირებულნი პრესის თავისუფლების შესახებ, ასევე მოქალქეებს შეახსენონ, რომ მსოფლიოს ათობით ქვეყნის მედიასაშულებები განიცდიან ცენზურას, იხურება უამრავი მედიასაშუალება ან წყდება მათი საქმიანობა, ჟურნალისტები, რედაქტორები და გამომცემლები კი ხდებიან დევნის, თავდასხმების, უკანონო დაკავებებისა და მკვლელობების მსხვერპლნი.

2021 წელს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღის თემაა  „ინფორმაცია, როგორც საზოგადოებრივი სიკეთე“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე