ირაკლი ღარიბაშვილი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველო, თბილისი - 11:43 | 03.05.2021
ნანახია: 458

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს.

„ვულოცავ ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილეს. ქალბატონი ნონას განსაკუთრებულმა ნიჭმა და თავდაუზოგავმა შრომამ ჩვენს ქვეყანას მრავალი წარმატება მოუტანა, მისი სახელი მხოლოდ გამარჯვებასთან არის დაკავშირებული და ეროვნული სიამაყის გრძნობით ავსებს ყველა ქართველს.

მსოფლიოს უდიდესი მოჭადრაკისა და საქართველოს ნამდვილი პატრიოტის ღვაწლი ჩვენი საზოგადოების მხრიდან დიდი სიყვარულითა და განსაკუთრებული პატივისცემით არის დაფასებული.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალბატონ ნონას დაბადების დღეს და ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და გამარჯვებებს“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე