მერობის კანდიდატებს შორის კახა კალაძეც განიხილება - გია ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 17:44 | 30.04.2021
ნანახია: 605

უმრავლესობაში, რასაკვირველია, მიდის მსჯელობა. გიდასტურებთ, კახა კალაძის კანდიდატურაც განიხილება მათ შორის, - ამბობს ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკი.

მისი განცხადებით, უფრო მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„უმრავლესობაში, რასაკვირველია, მიდის მსჯელობა. გიდასტურებთ, კახა კალაძის კანდიდატურაც განიხილება მათ შორის. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარები და განცხადებები გვექნება უმოკლეს პერიოდში, როდესაც გუნდის ყველა წევრი იქნება შეთანხმებული, ავწონ-დავწონით სიტუაციას, შევაფასებთ შექმნილ ვითარებას", - აცხადებს ვოლსკი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე