არ არსებობს ფორმულა, რომელიც ივანიშვილს ნაციონალური მოძრაობის გარეშე დაამარცხებს - ხატია დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 17:13 | 30.04.2021
ნანახია: 627

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერ გიორგი ვაშაძეს ეხმიანება. და ამბობს, რომ არ არსებობს ფორმულა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარეშე დაამარცხებს.

"არავის არ დაუშლია არასდროს არავისთვის შესაბამისი ხმები მოეპოვებინა, თუნდაც საპარლამენტო არჩევნებში, მიუხედავად გაყალბებისა, მათ შორის, თუნდაც ისანში, მე და გიორგი ვაშაძე კონკურენტები ვიყავით. ჩემი მოსაზრება და ზოგადად ხალხის განწყობაც ასეთია, რომ ნიკა შესაძლებელია და აუცილებლად უნდა ყოფილიყო, ჩემი სუბიექტური წარმოდგენით, ერთიანი კანდიდატი.

არ არსებობს ფორმულა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დაამარცხებს ნაციონალური მოძრაობის გარეშე ჩვენი მხარდამჭერების გარეშე". – თქვა ხატია დეკანოიძემ.

გიორგი ვაშაძეს მიაჩნია, რომ 2021 წლის არჩევნებზე მარცხის ფორმულა იქნება, თუ ყველა ოპოზიციური პარტია მხარს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დაუჭერს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე