ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე შეტაკებას, ორივე მხრიდან 39 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 17:02 | 30.04.2021
ნანახია: 569

ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტაჯიკეთის საზღვართან შეიარაღებულ კონფლიქტს 31 ადამიანი  ემსხვერპლა, 154 კი დაიჭრა.

დაშავებულთა შორის 121 სამოქალაქო პირია.

ტაჯიკეთის მხარის ინფორმაციით კი დაპირიპსირების შედეგად ტაჯიკეთის 8 მოქალაქე დაიღუპა, 31 კი დაიჭრა.

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის მოსაზღვრე რაიონების მოსახლეობას შორის კონფლიქტი ორი ქვეყნის სამხედროებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებაში 29 აპრილს გადაიზარდა. ყირგიზ და ტაჯიკ მესაზღვრეებს შორის შეტაკება 6 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. გვიან, საღამოს მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე