მარცხის ფორმულაა, თუ ოპოზიცია ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დაუჭერს მხარს - გიორგი ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 16:31 | 30.04.2021
ნანახია: 406

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ თუ ოპოზიციური პარტიები მერობის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დაუჭერენ მხარს, მარცხის ფორმულა იქნება.

"ეს არის მარცხის ფორმულა, თუ ყველა ოპოზიციური პარტია მხარს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დაუჭერს. მე მინდა გამარჯვების ფორმულა. ჩვენ ვიცით, რომ მიშა-ბიძინას დაპირისპირებაში არჩევნებზე, სამწუხაროდ, ბიძინა იმარჯვებს. ამიტომ, უნდა შევქმნათ მძლავრი მესამე ცენტრი, რომელიც კანდიდატურას დააყენებს. ეს არის ჩემი და სტრატეგია აღმაშენებლის პოზიცია. ამ საკითხზე არასწორია ახლა დისკუსია, საპატიმროშია ჯერ კიდევ პოლიტპატიმარი ნიკა მელია.

კანდიდატებზე არ გვიმსჯელია, რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას - მზად ვარ პერსონალური ამბიცია გადავწიო უკან. შეიძლება ჩემს გუნდს სხვა პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ მე მზად ვარ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მძლავრ, საერთო კანდიდატზე ვიფიქროთ"- თქვა ვაშაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე