საფრანგეთში კორონავირუსის ინდური შტამის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

საქართველო, თბილისი - 13:45 | 30.04.2021
ნანახია: 721

საფრანგეთში კორონავირუსის ინდური შტამის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. იუწყება Associated Press-ი.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის ინდური შტამი გამოუვლინდა 3 პაციენტს ქვეყნის სამხრეთით მდებარე რეგიონებში, ბუშ დიუ რონსა და ლო და გარონაში. სამივე მათგანს ინდოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

სამინისტროს განცხადებით, ინდური შტამები გამოვლინდა ევროპის კიდევ ექვს ქვეყანაში. გასულ კვირას, საფრანგეთმა გაამკაცრა ინდოეთიდან და იმ ქვეყნებიდან შემოსვლის კონტროლი, სადაც ინდური შტამი გამოვლინდა.

ამ დროისთვის, საფრანგეთში ვირუსის აქტიური შემთხვევები ძირითადად კორონავირუსის ბრიტანული შტამით არის გამოწვეული.

საფრანგეთი მსოფლიოში მერვე ადგილზეა COVID-19– ით გარდაცვლილთა რაოდენობით. მთელი დროის განმავლობაში, დაავადებას ქვეყნის 104 ათასი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე