ევროპარლამენტი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს გააძევონ რუსი დიპლომატები

საქართველო, თბილისი - 20:31 | 29.04.2021
ნანახია: 984

ევროპარლამენტმა მიღებულ რეზოლუციაში, ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა კოორდინირებულად გააძევონ რუსი დიპლომატები ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად. რეზოლუცის სახელწოდებით „რუსეთი: ალექსეი ნავალნის საქმე, სამხედრო ძალების გადაადგილება უკრაინის საზღვართან და თავდასხმა ჩეხეთში“, მხარი დაუჭირა 569 დეპუტატმა 67-ის წინააღმდეგ, თავი შეიკავა 46-მა დეპუტატმა.

ევროპარლამენტი გმობს რუსეთის მუქარას ჩეხეთის მიმართ, მხარს უჭერს უკვე გამოხატულ სოლიდარობას ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნისა და დიპლომატიური სამსახურების მხრიდან. მოუწოდებს ევროკავშირის წევრს სახელმწიფოებს, როგორც სკრიპალების საქმეში, კოორდინირებულად გააძევონ რუსი დიპლომატები“, - ნათქვამია რეზოულუციაში.

ჩეხეთის ხელისუფლებამ აპრილის შუა პერიოდში რუსული სპეცსამსახურები 2014 წელს ვრბეტიცეში საბრძოლი მასალების საწყობის აფეთქებაში დაადანაშაულა და რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელი გააძევა, რასაც დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა. რუსი დიპლომატები ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად გააძევეს ბულგარეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა. საპასუხოდ მოსკოვმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომელი და ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე