წითელი ხალიჩა, პოლიტიკური ელიტა და დახარჯული 40 მლნ დოლარი - 6 წლიანი პაუზის შემდეგ ოპერისა და ბალეტის თეატრი საზეიმოდ გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 11:56 | 31.01.2016
ნანახია: 3794

ექვსწლიანი პაუზის შემდეგ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი საზეიმოდ გაიხსნა. განახლებულმა თეატრმა „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა წარმოადგინა.

სარემონტო სამუშაოები 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა - ამ პროცესში ჩართული იყო „ქართუ ჯგუფის“ ასეულობით თანამშრომელი. სულ ოპერისა და ბალეტის თეატრის აღდგენა და რესტავრაცია 40 მილიონ დოლარამდე დაჯდა.

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, შეძენილია „პანასონიკის“ ფირმის 2 მძლავრი პროექტორი, რომელიც შეამცირებს სპექტაკლების სადადგმო ღირებულებას. ავსტრიულმა ფირმა „ვაგნერმა“ და სერბეთის ფირმამ „სვეტლიოსტმა“განათებისათვის თანამედროვე პროჟექტორები დაამონტაჟა, გერმანულმა ფირმა „ზალცბრენერმა“ თეატრი გახმოვანების უახლესი აპარატურით აღჭურვა.

დღეისათვის თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენას აქვს ისეთი ტექნიკური შესაძლებლობები, რომლითაც არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიო დონის საუკეთესო ოპერებს.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, გერმანულ კომპანიაში „გერიეცი“ სერგო ქობულაძის ესკიზის მიხედვით, თეატრის ფარდა დაიბეჭდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე