ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირებაა

საქართველო, თბილისი - 19:11 | 29.04.2021
ნანახია: 611

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.

ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახური აცხადებს, რომ საზღვრის ბატკენის მონაკვეთზე დაპირისპირება ოთხშაბათს მას შემდეგ დაიწყო, რაც ტაჯიკებმა ელექტროგადამცემი ხაზების ბოძებზე სათვალთვალო კამერების დაყენება სცადეს.

ყირგიზებმა ტაჯიკებს ამის საშუალება არ მისცეს. რის შემდეგც მხარეები ერთმანეთს ქვებით დაუპირსპირდნენ.

ღამით კონფლიქტი გამწვავდა და მხარეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. მოგვიანებით ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია და შეიარაღებულ შეტაკებაში ტაჯიკეთი დაადანაშაულა. ყირგიზეთის განცხადებით, დაჭრილია 16 და დაღუპულია ერთი ადამიანი.

ტაჯიკეთი თავის მხრივ აცხადებს, რომ მათი მხრიდან დაჭრილია 31 და დაღუპულია სამი ადამიანი. დაჭრილებს შორის არის ტაჯიკთის ერთ-ეთი ქალაქის მერიც.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე