არ ვაპირებთ იმის მოთმენას, რაც ჩეხეთში ხდება - პესკოვი

საქართველო, თბილისი - 18:48 | 29.04.2021
ნანახია: 456

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ჩეხეთისა და ბულგარეთის ბრალდებას მოსკოვი მიუღებლად და პროვოკაციულად აფასებს.

„რაც ჩეხეთში ხდება, ე.წ. სოლიდარობის ნიშნად, როგორ უერთდებიან მას ბულგარელები, ბალტიელები და სხვები, ამის მოთმენას არ ვაპირებთ და უკვე აღარც ვითმენთ. ჩვენ ამის დემონსტრირებას მკაფიოდ ვახდენთ“, - განაცხად პესკოვმა.  

მისი თქმით, პრაღისა და სოფიას ნაბიჯები იწვევს გაღიზიანებას. მისივე თქმით, მოსკოვი ისურვებდა „რაიმე ცვლილებების დანახვას ამ შიზოფრენულ პოზიციაში“.

ჩეხეთის ხელისუფლებამ აპრილის შუა პერიოდში რუსული სპეცსამსახურები 2014 წელს ვრბეტიცეში საბრძოლი მასალების საწყობის აფეთქებაში დაადანაშაულა და რუსეთის საელჩოს თანამშრომლები გააძევა, რასაც დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა.

ამის შემდეგ ბულგარეთის ხელისუფლებამ რუსეთის ექვსი მოქალაქე ბიზნესმენ ემილიან გებრევის მოწამვლის მცდელობაში დაადანაშაულა. სოფიაში ასევე ამბობენ, რომ მოსკოვს კავშირი აქვს იარაღის საწყობების აფეთქებებთან 2011, 2015 და 2020 წლებში. ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, მოსკოვი კი საპასუხო ნაბიჯებით დაემუქრა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე