აშშ-ის საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს 30 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველო, თბილისი - 13:03 | 29.04.2021
ნანახია: 459

აშშ-ის საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილეს ულოცავს.

„ჩვენ მივესალმებით თავდაცვის ძალების უდიდეს ძალისხმევას გასული 30 წლის განმავლობაში დასავლური თავდაცვის რეფორმების მიღების, ნატოსთან თავსებადობის გაუმჯობესებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესაძლებლობების გაზრდის კუთხით.

ჩვენ ვიხსენებთ 32 დაღუპული და 293 დაჭრილი ქართველი სამხედროს მსხვერპლს ერაყისა და ავღანეთის საერთაშორისო მისიებში და სიამაყით ვუწოდებთ საქართველოს თავდაცვის ძალებს ჩვენს ძმებსა და დებს ბრძოლაში.

მოუთმენლად ველით უსაფრთხოების საკითხებში ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში", - წერია განცხადებაში.

ფოტო: აშშ-ის საელჩო




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე