კარგი იქნება, თუ ნიკა მელია განიხილავს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გარანტიებს - გაბრიელიუს ლანდსბერგისი

საქართველო, თბილისი - 12:54 | 29.04.2021
ნანახია: 675

კარგი იქნება, თუ ნიკა მელია განიხილავს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გარანტიებს - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

მისი განცხადებით, შარლ მიშელის ხელმოწერით, პარტიებმა დაადასტურეს ვალდებულება, თავდადება და პასუხისმგებლობა, რაც უკავშირდება ევროატლანტიკური კურსისკენ სვლას.

"ხაზს ვუსვამ იმ სარგებელს, რომელიც აქვს შარლ მიშელის შეთანხმებას. ეს კარგად ცხადყოფს იმ ვალდებულებას, თავდადებასა და პასუხისმგებლობას, რომელიც უკავშირდება ევროპულ და ევროატლანტიკური კურსით სვლას. ლიეტუვასაც ჰქონდა იგივე პრობლემა 1992 წელს, მაგრამ ყოველთვის მივდიოდით ევროატლანტიკური მიმართულებით. სწორედ ამიტომ შეგვიძლია, გაგიზიაროთ ეს გამოცდილება, რომ საქართველომ არასდროს გადაუხვიოს ამ კურსს. რაც შეეხება ნიკა მელიას, კარგი იქნება, თუ ის განიხილავს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გარანტიებს", - განაცხადა ლანდსბერგისმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე