ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს მეზობელი ქვეყნების დაშინება

საქართველო, თბილისი - 19:39 | 28.04.2021
ნანახია: 531

ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს მეზობელი ქვეყნების დასაშინებლად სამხედრო ძალების გადაადგილების გაუმართლებელი პრაქტიკა. ამის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაშია ნათქვამი, რომლის მიღებაც ხუთშაბათს, 29 აპრილს პლენარული სესიის შემდეგ იგეგმება.

დღეს, ევროპარლამენტარები განიხილავენ რუსეთთან ურთიერთობის თემას. დისკუსია მიმდინარეობს სამ საკითხზე: უკრაინის საზღვართან არსებულ ვითარებაზე, ალექსეი ნავალნის საქმსა და ჩეხეთის გარშემო შექმნილ სკანდალზე.

„ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ დაასრულოს სამხედრო ძალების გაუმართლებელი გაძლიერების პრაქტიკა, რომელიც მიმართულია მეზობლების დასაშინებლად, შეწყვიტოს პროვოკაციები და თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებებისგან მომავალშიც, განმუხტოს დაძაბულობა“, - აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.  

უკანასკნელ პერიოდში დასავლეთი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ აგრესიული ქმედებების გაძლირების გამო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე