ოპოზიციამ ამნისტიის ალტერნატიული კანონპროექტი დაარეგისტრირა

საქართველო, თბილისი - 18:48 | 28.04.2021
ნანახია: 419

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში ამნისტიის ალტერნატიული კანონპროექტი დაარეგისტრირეს.

დეპუტატმა შალვა შავგულიძემ ამნისტიის კანოპროექტის დარეგისტრირების შემდეგ განაცხადა, რომ მათი კანონპროექტი სრულად შეესაბამება შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას.

"აღნიშნულია, რომ 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უნდა მოხდეს ამნისტირება ყველა დარღვევისა და დაკავების, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი წლის განმავლობაში, 2019 წლის ივნისიდან დღემდე რა დარღვევებსაც იძიებდა სახელმწიფო, უკვე არსებული, წარდგენილი ბრალდებები, დაკავებები, დარღვევები, ყველა უნდა მოყვეს.

ანუ, ჩვენი კანონპროექტი შეეხება არსებულ ბრალდებებს. იმ მოვლენების დროს რა ბრალდებებიც აქვს წარდგენილი პოლიციის თანამშრომლებს, ამნისტირებულია მათი ქმედებები და აქციის მონაწილეებს რა ბრალიც აქვთ წაყენებული, მათი ქმედებები. ხელისუფლების კანონპროექტს წერილობით არ გავცნობილვარ, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესში მათ რამდენადაც გვითხრეს, შეეხება არა კონკრეტულ ნორმებს, რომლებითაც დევნა მიმდინარეობდა ამ ორი წლის განმავლობაში, და ზოგზე განაჩენიც არის დაყენებული, არამედ ჰიპოტეტურად ამ მოვლენებთან დაკავშირებულ უკვე არსებულ ბრალდებებს, ასევე ჰოპოტეტურად მომავალში შესაძლო ყველა ბრალდებას, რაც მიგვაჩნია, რომ არის ძალიან გაუმართლებელი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ამნისტია არის არაგანჭვრეტადი და ფაქტობრივად, ხელისუფლებას რჩება შეუზღუდავი უფლებამოსილება, რა ქმედებებზე გაავრცელებს მომავალში და რაზე – არა. ეს არ მიგვაჩნია სამართლიანად. სამართლებრივადაც ასეთი არაგანჭვრეტადი ამნისტიის კანონის მიღება გაუმართლებელია", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

შალვა შავგულიძის განცხადებით, კანონპროექტი ითვალისწინებს ორ მნიშვნელოვან დათქმას – ის ვრცელდება პოლიციელებზეც, მაგრამ ვრცელდება იმ დათქმით, რომ არ გავრცელდება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, მეორეც, პოლიციელების მიმართ ის გავრცელდება კონკრეტულად მათ საქმეებზე დაზარალებულად ცნობილი პირების თანხმობით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე