შსს-მ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა

საქართველო, თბილისი - 11:09 | 31.01.2016
ნანახია: 1505

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს მე-4 განყოფილების საკონტროლო გამშვები პუნქტი „სადახლოს“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიების შედეგად, საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით გასვლისას, ანკარის ინტერპოლის მიერ 05.11.2014 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1966 წელს დაბადებული ა. ა. დააკავეს.
ა. ა. დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 103/3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც არასრულწლოვანის მიმართ სექსუალურ ძალადობას გულისხმობს.
ა. ა. მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები. ამ დროისთვის იგი გადაყვანილია შსს-ს მარნეულის რაიონის დროებითი მოთავსების იზოლატორში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე