ნებისმიერ დროს შეუძლია გამოვიდეს ციხიდან და ვერ გამოეტია ციხის კარებიდან - ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე

საქართველო, თბილისი - 13:29 | 28.04.2021
ნანახია: 476

მელიას ხან გირაო არ სურს, ხან ამნისტია არ სურს, ნებისმიერ დროს შეუძლია, გამოვიდეს ციხიდან და ვერ გამოეტია ციხის კარებიდან, - აცხადებს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი განმარტებით, თუ მიზანი არის, რომ იყოს ორი კანონპროექტი, ეს მათი არჩევანია, თუმცა რეალურად შეიძლებოდა ერთი კანონპროექტის ინიცირება.

"ჩვენ უკვე დავაინიცირეთ ეს კანონპროექტი. გვესმის მუდმივად საუბარი, რომ მელიას ხან გირაო არ სურს, ხან ამნისტია არ სურს, ნებისმიერ დროს შეუძლია, გამოვიდეს ციხიდან და ვერ გამოეტია ციხის კარებიდან. რაც შეეხება გირაოს და ამნისტიას, ორივესთან დაკავშირებით ეს არის მელიას გადასაწყვეტი. მელიას შეუძლია მიიღოს ამნისტიის კანონი ან არ მიიღოს. ეს შესაძლებლობაც არის ასახული ამნისტიის კანონში. თუ მელიას ამნისტიის კანონს არ დაეთანხმება, მასზე გირაო არ გავრცელდება, ესეც არის უზრუნველყოფილი მისთვის" – განაცხადა კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე