საქართველოში ცხვრის კატარალური ცხელების (Bluetongue) არსებობა არდასტურდება

საქართველო, თბილისი - 11:00 | 30.01.2016
ნანახია: 1606

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოსტერიტორიაზე ვირუსული დაავადების - ცხვრის კატარალური ცხელება (Bluetongue)  -არსებობას არ ადასტურებს.

მიმდინარე თვის დასაწყისში,  თბილისის მახლობლად, ერთ-ერთ ფერმაში წვრილფეხაპირუტყვის დაცემის ფაქტი აღინიშნა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაუყოვნებლივგაატარა ვეტერინარული  და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები.  პირველადილაბორატორიული კვლევით დაისვა ცხვრის კატარალური ცხელების დიაგნოზი.

საქართველო ცხოველთა მსოფლიო  ჯანდაცვის ორგანიზაციის (OIE)  წევრი ქვეყანაა. აღებული ვალდებულებების შესაბამისად, შესაბამისმა სამსახურებმა პირველადი დიაგნოზის შესახებ  ოპერატიულად აცნობეს აღნიშნულ ორგანიზაციას. 

აღებული  ნიმუშები გადაიგზავნა     ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირბრაიდის (დიდი ბრიტანეთი) რეფერალურ ლაბორატორიაში - გაგზავნილი 11ნიმუშიდან ცხვრის კატარალური ცხელება   არცერთში არ აღმოჩნდა. აღნიშნულის შესახებდამატებით ეცნობა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.

სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარებისკეთილსაიმედოობის მიზნით ახორციელებს  ვეტერინარულ ღონისძიებებს. მთელიქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ვაქცინაციის და ცხოველთა იდენტიფიკაციის პროცესი,რაც ხელს უწყობს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვასა და მიკვლევადობას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე