"ნაციონალური მოძრაობაც" უნდა შევიდეს პარლამენტში და დანარჩენი პარტიებიც - ნიკა რურუა

საქართველო, თბილისი - 19:26 | 27.04.2021
ნანახია: 426

"ნაციონალური მოძრაობაც" უნდა შევიდეს პარლამენტში და დანარჩენი პარტიებიც-, განაცხადა საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ გიორგი რურუამ.

ის ამბობს, რომ კრიზისის დასაძლევად ნიკა მელია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.

"მე რომ ნიკას ადგილზე ვიყო ევროკავშირის გირაოს მივიღებდი. ნიკასი მესმის სრულიად ის არის მართალი, პატიმრობას იხდის გავრილოვის ხარკისთვის და ვუსურვებ, რომ მალე დატოვოს და ეს ერთი ნაბიჯი გადაიდგმება კრიზისის დასაძლევად.

მე პარლამენტში ვინც შევიდა იმ დეპუტატებს ვუსურვებ წარმატებას, მე ვფიქრობ რომ ეს არის წარმატება. ამნისტიის პუნქტი რომ მოვისმინე მეც ვერ მივხვდი და მეც ჩემს თავზე ვიღებ რომ ეს შეგვეშალა და სამწუხაროდ ასე მოხდა, მაგრამ დანარჩენი 4 მისაღებია და ის 4 პუნქტი უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. ახლა ნიკა უნდა გამოვიდეს სწრაფად, "ნაციონალური მოძრაობაც" უნდა შევიდეს პარლამენტში და დანარჩენი პარტიებიც," - განაცხადა გიორგი რურუამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე