პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა

საქართველო, თბილისი - 17:36 | 27.04.2021
ნანახია: 388

პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა. შეწყალების აქტი მან დღეს, 27 აპრილს გამოსცა.

"მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!

ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას! ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში!

ყველას გისურვებთ წარმატებას!", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე