მიზანმიმართული ჭორია, რომ თითქოს თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებ - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 12:47 | 27.04.2021
ნანახია: 427

„რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინსინუაციებს, თითქოს ჩვენი გუნდის სახელით მე ვაპირებ თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას, ეს გახლავთ მიზანმიმართული ჭორი", აცხადებს საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე. არჩილ თალაკვაძის თქმით, თბილისს ჰყავს გამორჩეული მერი, რომელიც მმართველი გუნდის გამორჩეული ლიდერია.

"დარწმუნებული ვარ, თბილისში ძალიან ბევრ მოქალაქეს სურს, მომავალში მერად კვლავ კახი კალაძე იხილოს. პირველ რიგში, ეს არის მისი გადაწყვეტილება, რომელსაც უახლოეს პერიოდში, კამპანიის დაწყებისას წარვუდგენთ საზოგადოებას, ვიდრე ყველა თვითმმართველ ქალაქში კანდიდატურებთან დაკავშირებით პარტიაში კონსულტაციები იქნება. კახი კალაძე არის გამორჩეული ლიდერი. რასაკვირველია, ჩვენ ყველას გვსურს, რომ ის იყოს თბილისის მერობის კანდიდატი. გადაწყვეტილება არის მისი მისაღები და მე დარწმუნებული ვარ, კახი კალაძესთან ერთად ჩვენს გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება ელოდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე