ვაპირებ, დღეს ან ხვალ მივიდე ნიკასთან საპატიმროში და ვესაუბრო მას შემდგომ ნაბიჯებზე - სალომე სამადაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:49 | 27.04.2021
ნანახია: 387

"როდესაც გიორგი გამოვა საპატიმროდან, ვაპირებ, დღეს ან ხვალ მივიდე ნიკასთან საპატიმროში და ვესაუბრო მას შემდგომ ნაბიჯებზე, რადგან ჩემი ძალიან დიდი სურვილია, აღდგომის დღესასწაულს ნიკა მელია შეხვდეს საკუთარ სახლში, საკუთარ ოჯახთან",- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

მისი თქმით, ამის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს თვის გადაწყვეტილებას.

"მინდა, გამოვთქვა ჩემი ძალიან დიდი იმედი და სურვილი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაცია სრულად იყოს პარლამენტში წარმოდგენილი და ჩვენ მათთან ერთად ვიმუშაოთ ამ შეთანხმების შესრულებაზე, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. დღეს ბევრად უფრო საინტერესო არის, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსის პირადი პოლიტიკური გეგმები. ამიტომ მიმაჩნია, ჩვენ ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ნიკა მელია, რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს საპატიმროდან და შეთანხმება გახდეს სრული, იმ თვალსაზრისით, რომ შემოუერთდეს მას ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია", – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე