დღეს პარლამენტში იმისთვის შემოვედით, რომ გამოვიყვანოთ ერთი ადამიანი ციხიდან და დავიწყოთ ზრუნვა მეორე ადამიანის გამოყვანაზე - ბადრი ჯაფარიძე

საქართველო, თბილისი - 11:41 | 27.04.2021
ნანახია: 554

დღეს პარლამენტში იმისთვის შემოვედით, რომ გამოვიყვანოთ ერთი ადამიანი ციხიდან და დავიწყოთ ზრუნვა მეორე ადამიანის გამოყვანაზე, - ამის შესახებ ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის მიესალმება მელიას გადაწყვეტილებას, დათანხმდეს ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდას და იმედს გამოთქვამს, რომ ეს მექანიზმი ამუშავდება და მელია საპატიმროს დატოვებს.

"დღეს უნდა განთავისუფლდეს რურუა, ჩვენ შემოვედით დღეს პარლამენტში იმისთვის, რომ დავრეგისტრირდეთ და გამოვიყვანოთ ერთი ადამიანი ციხიდან და დავიწყოთ ზრუნვა იმაზე, რომ გამოვიყვანოთ მეორე ადამიანი ასევე ციხიდან.

ამნისტიის კანონს არცერთ შემთხვევაში არ დავუჭერთ მხარს, თუ ის შეიძლება შეიცავდეს ოდნავ მაინც რისკს იმისას, რომ შესაძლო დამნაშავეებმა თავი აარიდონ პასუხისმგებლობას. ესეთ კანონს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ.

კარგია, რომ მელია თანახმაა გამოყენებული იქნსას ევროკავშირის მხრიდან უპრეცედენტო შეთავაზება, მე მივესალმები მის გადაწყვეტილებას და იმედია ეს მექანიზმი ამოქმედდება და ნიკა გამოვა". - ამბობს ჯაფარიძე.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წევრები დღეს, 27 აპრილს პარლამენტში შევიდნენ.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, დღეს, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე