მელია აღმოჩნდა თავისი პოლიტიკური გუნდის ტყვეობაში, უკვე აქეთ გვეხვეწება, გირაოს გადავიხდი და გამოვალო - ირაკლი ზარქუა

საქართველო, თბილისი - 11:31 | 27.04.2021
ნანახია: 445

გირაოს არ ვიხდიო, ხომ ამბობდა? ახლა უკვე აქეთ გვეხვეწება, გირაოს გადავიხდი და გამოვალო, - ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.

"ნიკა მელია აღმოჩნდა ტყვეობაში თავისი პოლიტიკური გუნდის, მათ შორის, სააკაშვილის და ახლა ცდილობს, რამენაირად სახე შეინარჩუნოს და ისე გამოვიდეს. მეც, ჩემი კოლეგებიც ვაფრთხილებდით, რომ მას გამოიყენებდა სააკაშვილი და შემდეგ მიაგდებდა. ახლა მისი არჩევანია, გირაოს არ ვიხდიო, ხომ ამბობდა? ახლა უკვე აქეთ გვეხვეწება, გირაოს გადავიხდი და გამოვალო". - ამბობს ზარქუა.

გუშინ, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ოპოზიციას მიმართავს გაიწვიოს ამნისტია და მზად არის დათანხმდეს ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს.

ოპოზიციური პარტიები და ცალკეული დეპუტატები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტს პარლამენტში ოფიციალურად გაივლიან რეგისტრაციას და პლენარული სხდომის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას.

შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, "საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე