ოპოზიციური პარტიები, რომელთაც ხელი მოაწერეს "შარლ მიშელის დოკუმენტს" პარლამენტში დღეს დარეგისტრირდებიან

საქართველო, თბილისი - 10:19 | 27.04.2021
ნანახია: 424

ოპოზიციური პარტიები და ცალკეული დეპუტატები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტს პარლამენტში ოფიციალურად გაივლიან რეგისტრაციას და პლენარული სხდომის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას.

მეათე მოწვევის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასასწრებად რეგისტრაციას გაივლიან "სტრატეგია აღმაშენებლის", "ლელოსა" და "გირჩის" წარმოადგენლები, ასევე "რესპუბლიკური პარტიიდან" ხათუნა სამნიძე, "ნაციონალური მოძრაობიდან" სალომე სამადაშვილი და „"ვროპული საქართველოდან" დავით ბაქრაძე, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.

დღესვე, დაპირებისამებრ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტი უნდა გამოსცეს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, შეწყალების აქტს 27 აპრილს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პარლამენტში მისვლის დღეს გამოსცემს.

გარდა ამისა, პარლამენტში უნდა დაიწყოს ამნისტის კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები.

შეგახსენებთ, 19 აპრილს "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც ერთ-ერთი საგანი პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა.

შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, "საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე