რა ბედნიერებაა, როდესაც შეთანხმების ხელმოწერის გამო, თავს გესხმის ის, ვინც გავრილოვის პარლამენტიდან გაგდებაზე მოსკოვში ბოდიშებს იხდიდა - სამადაშვილი

საქართველო, თბილისი - 00:12 | 27.04.2021
ნანახია: 428

რა ბედნიერებაა, როდესაც შეთანხმების ხელმოწერის გამო, თავს გესხმის ის, ვინც გავრილოვის პარლამენტიდან გაგდებაზე მოსკოვში ბოდიშებს იხდიდა - ამის შესახებ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"რა ბედნიერებაა, ევროკავშირისა და ამერიკის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ხელმოწერის გამო, თავს როდესაც გესხმის ის, ვინც შენს მიერ გავრილოვის პარლამენტიდან გაგდებაზე ბოდიშებს იხდიდა მოსკოვში, ომის დაწყებას გაბრალებდა, პოზნერის ეთერებიდან არ დგებოდა. მიყვარს ყველაფერი თავის ადგილზე როდესაც დგება. იცი, რომ ისტორიის სწორ მხარეს ხარ", - წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

მანამდე ნინო ბურჯანაძემ თქვა, რომ სალომე სამადაშვილს ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში შესულიყო და ევროკავშირში ჩაწერილი ქულებით სამსახური ეშოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე