ერდოღანი დამწუხრებულია ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებით და მას ინდიელების თემას ახსენებს

საქართველო, თბილისი - 23:00 | 26.04.2021
ნანახია: 719

თურქეთი ღრმად დამწუხრებულია აშშ-ის პეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით ოსმალეთის იმპერიის იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარების გამო, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა  და მას ინდიელებთან ამერიკელების დამოკიდებულების გახსენება სთხოვა.

24 აპრილს ჯო ბაიდენმა მეოცე საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი ხოცვა და დეპორტაცია გენოციდად აღიარა.

„ბაიდენმა, საუკუნეზე მეტი ხნის წინ მომხდარი მოვლენების მიმართ გამოიყენა არასამართლიანი ფრაზა, რომელიც ისტორიაზე არ არის დაფუძნებული. ჩვენ ამან ძლიერ დაგვამწუხრა. ეს საკითხები უნდა დავუთმოთ ისტორიკოსებს და არა პოლიტიკოსებს. მაგრამ საპირისპირო მხრიდან არანაირი პასუხი არ არის. დასავლეთი აჩვენებს  ფარისევლობას სომხეთის საკითხისა  და ტერორისტული ორგანიზაციების მიმართ“, - ამბობს ერდოღანი.

თავისი პოზიციის გასამყარებლად ერდოღანი აღნიშნავს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში სომხური დიასპორის წარმომადგენლებიც კლავდნენ თურქი ეროვნების უდანაშაულო ადამიანებს.

ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ამზადებს საარქივო მონაცემებზე  დაფუძნებულ განცხადებას, რომლის გასაჯაროვებისთვისაც თურქეთი მზად არის. „როდესაც ახსენებთ „გენოციდს“, შეხედეთ თქვენს თავს. ინდიელებზე საუბარიც არ ღირს - ყველაფერი ისედაც ცნობილია. ასე, რომ ვერ შეძლებთ თურქეთს მიაკეროთ იარლიყი „გენოციდი“. აშშ-სთან დაკავშირებით შესაძლოა დაიწყოს დისკუსიები უამრავი საბაბით: ვიეტნამიდან ერაყამდე“, - დასძინა თურქეთის ლიდერმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე