ამნისტია შეთანხმების ნაწილია და თუ დავარღვევთ, შეთანხმებას მთლიანად დარღვეულად ჩაგვითვლის ქართული ოცნება - ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 20:14 | 26.04.2021
ნანახია: 361

ამნისტია არის შეთანხმების ნაწილი და თუ ერთ ნაწილს დავარღვევთ ამ შეთანხმებისას, თვითონ შეთანხმება შეიძლება მთლიანად დარღვეულად ჩაგვითვალოს ქართულმა ოცნებამ, - განაცხადა ტვ პირველის ეთერში სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

"გირაო ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ხვალ ისევ არ დავბრუნდებით იგივე მოჯადოებულ წრეზე და იგივე პოლიტპატიმარ მელიას გამო ისევ არ მოუწევთ აშშ-ს და ევროკავშირს მედიაცია. ასე გვითხრეს, ამ საკითხთან დაკავშირებით უკან, თქვენთან დაბრუნება აღარ გვინდა, ამიტომ უნდა დაიხუროს ეს საკითხი... ამნისტია არ არის მელიას პასუხისმგებლობა, ამნისტია არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ვინც ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს. ამნისტია არის შეთანხმების ნაწილი და თუ ერთ ნაწილს დავარღვევთ ამ შეთანხმებისას, თვითონ შეთანხმება შეიძლება მთლიანად დარღვეულად ჩაგვითვალოს ქართულმა ოცნებამ", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

დღეს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ოპოზიციას მიმართავს გაიწვიოს ამნისტია და მზად არის დათანხმდეს ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე